text2

„ცოდნის კაფე“ არის სოციალური საწარმო წნორში და ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე რეგიონში, რომელიც შეიქმნა 2016 წელს.

ჩვენი ძირითად ფუნქცია ახალი ცოდნების წარმოება და გაზიარებაა ცენტრიდან რეგიონში.

text4
პროექტი
აქტივობა
სტუმარი
მაშენებელი

კამპანია „დადე შენი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად“ რიგითმა მოქალაქეებმა დავიწყეთ. ეს ერთადერთი შემთხვევაა თანამედროვე საქართველოში, როცა მოქალაქეები თითო აგურით/საზოგადოებრივი დონაციით ვქმნით საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს რეგიონში.

ამ დრომდე 1,500-მდე თანამოქალაქემ – ადგილობრივმა მოსახლეობამ, მწერლებმა, პოეტებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა, მსახიობებმა თუ ლექტორებმა „ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად ჯამში 79 000 ლარზე მეტი თანხა შესწირა. შესაბამისად, უკვე შევიძინეთ მიწა და ამ ეტაპზე ვაგროვებთ რესურსებს/აგურებს ცოდნის კაფეს კონსტრუქციის ასაშენებლად.

თუ ჩვენი წამოწყება თქვენთვის ახლობელია და ჩვენსავით ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთიანი ძალებით შესაძლებელია, თქვენც შემატეთ თქვენი აგური ჩვენს ცოდნის კაფეს და 2020 წლიდან თქვენს სახელსა და გვარს ცოდნის კაფეს კედლებზე იპოვით.

ვიდეო ტური:

თქვენი ელ-ფოსტა:
Please wait...