cafe9

ჩვენი ფილოსოფია:

ძლიერი სოფლები შენდება ახალი ცოდნებითა და ახალი გამოდილებებით დამუხტული ადამინებით. ცოდნის კაფე წნორში არის ადგილი, ახალი ცოდნებისა და კულტურის დეცენტრალიზაციისთვის ცენტრიდან რეგიონებისკენ.
ჩვენ ვართ კავშირი თავანედროვე სამყაროსთან, სადაც ყოველი დღე უკვე ხვალ არის.

ჩვენი ისტორია:

სულ 1 წლის წინ წნორელმა ახალგაზრდებმა დავიჯერეთ, რომ დიდი ენთუზიაზმითა და მზე ხალხის მხარდაჭერით გავაჩენდით ცოდნის კაფეს, რაც მოიცავდა ყველა დეფიციტურ სივრცეს მუნიციპალიტეტში - წიგნის მაღაზიას დაბალ ფასებად, არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედია ბიბლოთეკასა და მყუდრო კაფეს.
ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით. მოლოდინიზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა ცოდნის კაფე და ახლა ერთადერთი საზრუნავი გვაქვს, რომ ცოდნის კაფეს ჰქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ქირისგან გავთავისუფლდებით.

ცოდნის კაფე თაობებს დარჩება!

ჩვენი გუნდი:

ჩვენი გუნდის ბედნიერებაა რეგიონში მცოხვრებ ადამიანებს საკუთარი, საზოგადოებისა და სოფლის განვითარებაში მხარი დავუჭიროთ.
ჩვენი გუნდის სიხარულია ცოდნის კაფეში მოსული ყველა ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ მას და ცოდნის კაფეს შუძლია სასარგებლო და რევოლუციური ცვლილებების გამოწვევა.

ქეთი მოლაშვილი

თანადამფუძნებელი

ორგანიზებული, მხიარული, ყურადღებიანი.

ნანა ბაგალიშვილი

თანადამფუძნებელი

ენერგიული, სწრაფად მოსაუბრე, გიჟი და გადარეული.

ლალიკო თვალმიხელაშვილი

მენეჯერი

ნამდვილი მენეჯრი, მზრუნველი და საყვარელი.

მოხალისეები:

ჩვენი დიდი გუნდის მხოლოდ 1 წევრი, კაფეს მენეჯერი იღებს ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენები ვმუშაობთ მოხლისეობრივ საწყისებზე იმიტომ, რომ ცოდნის კაფეს და სოფელს ასე სჭირება ♥

გოგა

დეა

ხატია

სოფო

გიგა

თიკო

აკაკი

დათო

გაგა

სანდრო

პარტნიორები:

სოციალური საწარმო ცოდნის კაფეს დაფუძნდა ააიპ 'სამოქალაქო ინიციატივის' მიერ 2016 წლის 25 სექტემბერს "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" და "სამოქალაქო განათლების ფონდის(ტაბულა)" ფინანსური მხარდაჭერით.

შემოგვიერთდი:

გახდი ცოდნის კაფეს და ჭკვიანი სოფლის მაშენებელი