ხშირად დასმული კითხვები:


1. რატომ არის "ცოდნის კაფე" სოციალური საწარმო

"ცოდნის კაფე" არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი და არის არამომგებიანი ორგანიზაცია.
კაფე წიგნის მაღაზიითა და კაფეს (სასმელები & ტკბილეული) გაყიდვებით შემოსული მოგებით ფარავს მხოლოდ მიმდინარე კომუნალურ - დენის, გაზის, წყლის გადასახედებსა და კაფეს მენეჯერის ჰონორარს.


2. რატომ სჭირდება "ცოდნის კაფეს" საკუთარი შენობა?

ცოდნის კაფეს მთავარი მისიაა სიღნაღის მუნიციპალიტეტში აქტიური კულტურულ-საგაამანთლებლო პროცესების ხელშეწყობა. ამ დროისთვის ცოდნის კაფე იხდის 1000 ლარამდე ქირის გადასახადს. ერთი წლის ქირის გადასახადი, 2017 წლის 5 სექტემბრამდე კაფეს მხარდასაჭერად წინასწარ გადაიხადეს "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა" და "სამოქალაქო განათლების ფონდმა"/ტამულამ.

გამომდინარე ქირის მაღალი ტარიფებიდან, ცოდნის კაფე ვერ შეძლებს ქირის გადასახადს დამოუკიდებლად და ვერ განახორციელებს აქტიურ საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს.

სწორედ ამიტომ, ცოდნის კაფემ რომ იარსებობს და გადაეცეთ თაობებს, სჭირდება საკუთარი შენობა.


3. რა თანხაა საჭირო ცოდნის კაფეს, რომ საკუთარი შენობა ჰქონდეს?

17 ათასი დოლარი 27 ივნისამდე გვესაჭიროება, რომ შევიძინოთ 154 გვადრატული მიწის ნაკვეთი წნორში, აღნაშენებლის #3 ნომერში.
ხოლო, ამის შემდეგ გვესაჭიროება შენობის ასაშენებელი თანხა საშუალოდ 25 ათასი დოლარის ოდენობით.


4. რატომ ვიხდით 17,000 დოლარს ცოდნის კაფეს ასაშენებელ მიწაში?

წნორი არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბიზნეს ცენტრი და ცენტრსა და ცენტრთან ახლოს მიწები დეფიციტურია. ამ ეტაპზე ცენტრთან ახლოს იყიდება მხოლოდ 2 ფართი. ერთი 17 000 დოლარად, მეორე 25 000 დოლარად. ჩვენ პირველი ავირჩიეთ ფასიდან გამომდინარე. ცენტრთან ახლოს სჭირდება ცოდნის კაფეს შენობა, რადგან ცენტრიდან შორს, როგორც სოციალური საწარმო ვერ იფუნქციონირებს და ვერ იქნება თვითდაფინანსებაზე. ცოდნის კაფეს ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, რომ წიგნის მაღაზიიდან წიგნებისა და კაფეს სასმელებიდან გაყიდული მოგებით თვითდაფინანსება შეძლოს და თავადვე დააფინანსოს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები.


5. რომელ ანგარიშზე გადმოვრიცხო თანხა ცოდნის კაფეს მხარდასაჭერად?

საქართველოს ბანკი: GE56BG0000000228253800 ლარის, დოლარის, ევროსა და ფუნტ-სტერლინგის ანგარიში.

მიმღები: ააიპ "ცოდნის კაფე"


6. გარდა საბანკო ანგარიშისა როგორ შემიძლია ცოდნის კაფეს მხარდაჭერა?

თქვენ შეგიძლიათ შემოწირულობა ფულისა თუ ნივთის სახით დატოვოთ ცოდნის კაფეში. წნორი, თავისუფლების ქ. #10


7. რა სარგებელი მექნება ცოდნის კაფეს მხარდაჭერით?

თქვენ გახდებით ცოდნის კაფესა და სოფლის მაშენებელი. თქვენი სახელი დაიბეჭდება ცოდნის კაფეს ერთ-ერთ კედელზე (თქვენი სურვილის შემთხვევაში). თქვენს აშენებულ ცოდნის კაფეში შეგეძლებათ მოსვლა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონიძიებაზე, ან წიგნის შესაძენად, ან მეგობართან ერთად სასაბროდ და მყუდოდ დროის გატარება.

შემოგვიერთდი:

გახდი ცოდნის კაფეს და ჭკვიანი სოფლის მაშენებელი