კახეთის ერთ პატარა ქალაქ წნორში, ახალგაზრდების ჯგუფმა სოციალური საწარმოს ცოდნის კაფეს მშენებლობა წამოვიწყეთ, რომელიც განსაკუთრებულ ადგილად  უკვე იქცა კახეთის კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენთან ახალი ცოდნის  მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად ბავშვები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები იკრიბებიან და ქმნიან იმ განსაკუთრებულ ერთობას, რომელსაც ცოდნის კაფე ჰქვია და რომლის მეგობართა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღითი დღე იზრდება.

სწორედ ასეთი თანამოაზრეების დახმარებით ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს: 2 წლის მანძილზე ვუმასპინძლეთ 400-მდე საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებას სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის, 2018 წელს ცოდნის კაფე დასახელდა წლის სოციალურ საწარმოდ და ახლა, გადამწყვეტ ფაზაში, თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. თუ ჩვენი წამოწყება თქვენთვის ახლობელია და ჩვენსავით ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთიანი ძალებით შესაძლებელია, შემოგვიერთდით, თქვენც შემატეთ თქვენი აგური ჩვენს ცოდნის კაფეს და 2020 წლიდან თქვენს სახელსა და გვარს ცოდნის კაფეს კედლებზე იპოვით.

ანგარიშის ნომერი:
GE56BG0000000228253800

ბანკი:
ს.ს. საქართველოს ბანკი

მიმღები:
ა(ა)იპ ცოდნის კაფე

დანიშნულება:
დონაცია/შემოწირულობა

visa3
მიწის შესაძენად 100%
შავი კარკასის ასაშენებლად 28.04%